X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

რეჟიმი საავტომობილო გზებზე

22 ნოემბერი 2016

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის, ქუთაისის შემოსავლელი გზის მონაკვეთზე სამუშაოების წარმოება გრძელდება, 2016 წლის 27 ნოემბრის დილის 08:00 სთ-მდე, შესაბამისად აღნიშნულ დრომდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის 216-ე კმ-დან (სოფ. ნახშირღელე)   ქუთაისის შემოსავლელ გზაზე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადი გადართული იქნება, არსებული თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე (ძველი მიმართულება), ქ. ქუთაისის გავლით.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2015 წლის 29 ოქტომბერს (№20/8-2392244) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.